19 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
ადვოკატებმა გუშინდელი ექსპერიმენტით გამოძიების უმთავრესი ვერსია დაადასტურეს - მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატების მიერ მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ეხმაურება.

როგორც ნიკოლაძე "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, ბრალდებულების ადვოკატებმა ექსპერიმენტით გამოძიების ვერსია დაადასტურეს.

"გუშინდელი ექსპერიმენტებით, მე რასაც ვუყურე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თავისი ხელით დაადასტურეს ის, რაც გამოძიებაში განიხილება, როგორც უმთავრესი ვერსია. მე სხვა შთაბეჭდილება არ დამრჩა. 

იმ შენობის აივნიდან ოპერატორმა კამერა რომ მოატრიალა, ჩანდა დღესავით ის ადგილი, სადაც მოხდა კონფლიქტი, იმავდროულად, ჩანდა საკმაოდ ფართო დიაპაზონი, საითკენაც უნდა გაქცეულიყვნენ "ტოიოტადან" გადმოსული პირები. იმის თქმა, რომ ბრეგვაძე რაღაცას ვერ დაინახავდა, სერიოზული თუ არის, ჩავთვალოთ სერიოზულად. მეორე შემთხვევაში ექსპერიმენტი ვერ ჩავატარეთ იმის გამო, რომ უსაფრთხოება დავიცავითო, უკვე ყველაფერი გასაგებია," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას. 

დღის ამბები