19 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს

სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ზაქრაძე დააკავეს, ინფორმაციას ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ.

სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ბიბილეიშვილის ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახში ჩხრეკა დილით ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მათი წევრი წაიყვანეს. ბიბილეიშვილის თქმით, პოლიციელები იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ვერ აღმოაჩინეს. ისინი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.

მამუკა ბიბილეიშვილი ასევე აცხადებს, რომ დილით სახლიდან წაყვანილი მათი კოორდინატორი პოლიციაში ამ დრომდე არ მოუყვანიათ, მისი ადგილსამყოფელის შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი 2-ს" განუცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დაკავებული არ არის.

დღის ამბები