თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ხვალ ექსპერიმენტი ჩატარდება. ადვოკატი და გარდაცვლილის ოჯახის წევრები შემთხვევის ადგილზე მივლენ, რის შემდეგაც უკვე პროკურატურაში ვიდეო ჩანაწერების ნაწილს გაეცნობიან.
დაგეგმილი მოქმედებების შესახებ ოჯახის ადვოკატი საუბრობს. მიხელ რამიშვილის ინფორმაციით, დღეს გარდაცვლილის მშობლები საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდნენ, სადაც დნმ-ის ანალიზი აუღეს.
"ხვალ ექსპერიმენტი უნდა შედგეს შემთხვევის ადგილზე, სადაც იქნა ავტომობილი აღმოჩენილი, იმავე გარემოში, ტემპერატურა უნდა იქნეს გაზომილი, რა ტემპერატურაშიც იმყოფებოდა ცხედარი," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.