04 მაისი 2024,   22:34
ვრცლად
22,5 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 800 ათასამდე გარდაცვლილი - COVID-19-ის სტატისტიკა მსოფლიოში

22 მილიონ ნახევარზე მეტი ინფიცირებული და თითქმის 800 ათასი გარდაცვლილი - ასეთია COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში.

ყველაზე მაღალი გავრცელების ქვეყნების ჩამონათვალში ისევ პირველ ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც მოსდევს მეორე ადგილზე ბრაზილია, მესამეზე კი ინდოეთი.

ევროპაში მეორე ტალღაზე აქტიურად ალაპარაკდნენ. საფრანგეთში მაისის შემდეგ ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა საფრანგეთის ხელისუფლება სასწავლო პროცესის გადადებას გამორიცხავს და სწავლის დაწყებას 1 სექტემბერს გეგმავს.

ისევ მზარდია მონაცემები იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. რთული ეპიდსიტუაცია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც.

დღის ამბები