03 მაისი 2024,   07:15
ვრცლად
იმედია კორონავურისის პანდემია ორი წლის მანძილზე დასრულდება - ჯანმოს გენერალური დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 800 ათასს გადააჭარბა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 23 მილიონ 200 000-ია, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 260 000 შემთხვევა გამოვლინდა, 6 000 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

"იმედი მაქვს, კორონავურისის პანდემია ორი წლის მანძილზე დასრულდება. ესპანური გრიპის დამარცხებას 2 წელი დასჭირდა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები ვირუსის უფრო სწრაფად დამარცხების საშუალებას იძლევა,"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ევროპაში ყოველდღიურად კორონავირუსის 26 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის ეპიცენტრი ახლა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებია, თუმცა გლობალურად აღრიცხული ინფიცირებულების 17 პროცენტი ევროპაში ფიქსირდება.

დღის ამბები