08 სექტემბერი 2026,   17:07
ვრცლად
სტუდენტს, რომელმაც ერთ-ერთი ეროვნული გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩაატარა "ქართული ოცნების" ლიდერები შეხვდნენ

"ქართული ოცნების" ლიდერები და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი, გარდაბანში მცხოვრებ სტუდენტ ანა ონიანს შეხვდნენ.

გარდაბანში მცხოვრები აბიტურიენტი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად, კონსერვატორიაში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. მას გამოცდის ჩაბარების შემდეგ, COVID ინფექცია დაუდასტურდა, რის გამოც ერთ-ერთი გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა.

"წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში.  3 გამოცდის შემდეგ ინგლისურის გამოცდა მქონდა დარჩენილი და აღმომაჩნდა კორონავირუსი. 2 დამკვირვებელი იყო ჩვეულ რეჟიმში. პირბადე და აღჭურვილობა რომ არ მქონოდა, ვერც ვიგრძნობდი, რომ რამე განსაკუთრებულ გარემოში მიწევდა გამოცდის წერა, მაგრამ კარგად დამთავრდა ყველაფერი," - აცხადებს კონსერვატორიის სტუდენტი ანა ონიანი.

დღის ამბები