უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთში - რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლაგოდეხსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დატბორილია საცხოვრებელი სახლის ეზოები, შიდა საუბნო გზები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.
ქალაქში დაიტბორილია ზაქათლის, ქიზიყის და 300 არაგველის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ყოველი მსგავსი წვიმის შემდეგ ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგანან და ამ პრობლემას სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას უკავშირებენ. ადგილობრივები პრობლემასთან გამკლავებას საკუთარი ძალებით ცდილობენ.
ადგილობრივების თქმით, უხვი ნალექის გატარება ვერ ხერხდება, რადგან სანიაღვრე არხები გასაწმენდია. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და დახმარებას ითხოვენ.
"ბევრი მოდის წყალი, წვიმა ბევრია, არხი პატარა არის და შემოდის სოფელში, ზოგიერთების ოჯახში შემოდის," - აცხადებენ ადგილობრივები.
ჯერჯერობით უცნობია სტიქიამ მოსახლეობას რა ზარალი მიაყენა. ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.