09 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
FIFA-ს სკანდალი - შესაძლოა 2018 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში არ ჩატარდეს

FIFA-ს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ ორგანიზაციის პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე დღეს პირველად გამოჩნდა.

იოზეფ ბლატერმა ციურიხში საზეიმოდ გახსნა FIFA-ს ორდღიანი კონგრესი, რომელზეც საბოლოოდ გადაწყდება დარჩება თუ არა ის მეხუთე ვადით ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე.

UEFA-მ ბოიკოტის გამოცხადება გადაიფიქრა და FIFA-ს პრეზიდენტის არჩევნები გეგმის მიხედვით ხვალ გაიმართება.

ფიფას სკანდალი დღეს უკვე პოლიტიკურ დონეზე განიხილებოდა. ევროპის ლიდერთა უმეტესობა ორგანიზაციის ხელმძღვანელობის შეცვლის აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

ევროპელებისგან განსხვავებით იოზეფ ბლატერს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ლიდერმა და სკანდალის პროვოცირებაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ფიფას მოქმედ ლიდერზე ზეწოლა ხორციელდება იმის გამო, რომ რუსეთს 2018 წლს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი გაუუქმონ.  

სკანდალთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ფიფას სპონსორმა კომპანიებმა. "ადიდასი," "მაკდონალდსი," "ჰიუნდაი," და "ბუდვაიზერი," ორგანიზაციას მოუწოდებენ ქმედითი ნაბიჯები გადადგას რესპუტაციის აღსადგენად. საერთაშორისო საგადასახადო სისტემა–VISA ფიფას კონტრაქტის გაუქმებითაც კი დაემუქრა.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები