უამინდობამ პრობლემები შექმნა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრისწყალში.
დაიტბორა სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზები.
ადგილობრივების ინფორმაციით ინფორმაციით, წყალი საჯარო სკოლის შენობასა და იქვე საცხოვრებელი სახლებში შევარდა.
დაზიანებულია საოჯახო ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ წუთებში ტექნიკის მობილიზება ხდება.