ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ -ს მამა თამაზ ხომასურიძე მცხეთის სასამართლოში გამოკითხეს.
თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მან მაგისტრი მოსამართლის კითხვებს უპასუხა.
საუბარია ხომასურიძის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ არსებობს დაჯგუფება "თეთრი ისარი", რომელმაც მას მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა.