თელავის რაიონულმა სასამართლომ, პანკისში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე არბი ქავთარაშვილი და რუსლან ხანგოშვილი დამნაშავედ სცნო.
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა არბი ქავთარაშვილს 11, ხოლო რამაზ ხანგოშვილს 9 წელი შეუფარდა.
მანამდე, სასამართლო სხდომა ბრალდებისა და დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით თქვეს, რის შემდეგაც მოსამართლემ საქმეში არსებულ მტკიცებულებების გათვალისწინებით, ორივე ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა.
პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულების ოჯახის წევრები.
ცნობისთვის, შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა.
სისხლიანი დაპირისპირების დროს 37 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს, რამდენიმე პირი კი დაიჭრა.
ორივე დაკავებულს ბრალდება განზრახ მკვლელობას,მონაწილეობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.