ამ დრომდე უმძიმესია შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამივე ახალგაზრდა ქალბატონი რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმებს პროგნოზების გაკეთება ჯერ კიდევ უჭირთ. დაშავებულთა საშუალო ასაკი 25 წელია.
არ არის გამორიცხული საქმეზე, გამოკითხვები მცხეთის რაიონულ პოლიციაში დღესაც გაგრძელდეს. როგორც გაირკვა, ტურისტული კომპანია treveler.ge-ს მიერ დაქირავებულ მიკროავტობუსს ტექნიკური შემოწმება გავლილი არ ჰქონდა.
ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები გუშინ მედიასთან არ გამოჩენილან, ისინი მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული სამძიმრის წერილით შემოიფარგლნენ. უშუალოდ ადგილზე სამძებრო სამუშოები უკვე დასრულებულია. ხევიდან ამოყვანილია ორივე მანქანა. ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.