საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით, სოფელ ჩანტლისყურედან 2 კილომეტრში იყო.
სეისმოლოგების ინფორმაციით, სტიქიის სიმძლავრე 3.5 მაგნიტუდა იყო. ბიძგები 20 საათსა და 7 წუთზე დაფიქსირდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.