19 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მამაკაცი შეიყვანეს - პაციენტს ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი შეიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცს ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის კლინიკაში დილით აჭარის საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.  

კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კვლევები უტრადება. ამ დროისთვის კლინიკაში სულ 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას.

 

დღის ამბები