24 აგვისტოს ღამეს თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, იდენტიფიცირებულია გარდაცვლილიც.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს თბილისის სენაკის ავტობანზე ფეხით მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ დაზარალებულს რამდენიმე გამვლელმა ავტომობილმა გადაუარა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.