19 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
გურიაში ბიძაშვილმა ბიძაშვილი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა

გურიაში ბიძაშვილმა ბიძაშვილი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მოხდა. დაშავებულს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

როგორც მეზობლები პირად საუბრებში ამბობენ, ხანშიშესულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წლებია გრძელდება. საფანტი დაჭრილს წვივის და ბარძაყის არეში აქვს მოხვედრილი. ექიმების თქმით, კლინიკაში გადაყვანილი დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დამნაშავე დაკავებულია. მას სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები