140 დევნილი ოჯახი წყალტუბოში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს მიიღებს.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც უახლოეს დღეებში ბინის გასაღები გადაეცემათ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.
წყალტუბოში, დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, რომელიც დამატებით 420 ოჯახისთვის არის განკუთვნილი.