09 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
პეტრო პოროშენკოზე ინაუგურაციის დღეს თავდასხმა იგეგმებოდა

პეტრო პოროშენკოზე ინაუგურაციის დღეს თავდასხმა იგეგმებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვალერი გელეტეის ცნობით, 2014 წლის 7 ივნისს ლურსმნებით და ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე კასრი აღმოაჩინეს. მისივე თქმით, ასაფეთქებელი შემთხვევით აღმოაჩინეს. დაცვამ საეჭვო პირი დააკავა, რომელიც მობილური ტელეფონით ბომბის ამოქმედებას აპირებდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა პრეზიდენტის რეზიდენციის ღობის იმ მონაკვეთზე იყო დამონტაჟებული, სადაც პოროშენკოს კორტეჟმა გაიარა. ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციას კიევი არ ახმაურებს.

დღის ამბები