09 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა, უახლოეს პერიოდში განახლდეს

უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა, უახლოეს პერიოდში განახლდეს. განცხადებები ამ თემაზე ოფიციალური კიევისა და პრორუსი სეპარატისტების მხრიდან კეთდება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული არმიის მხარდაჭერით პრორუსი სეპარატისტები უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე შეტევას გეგმავენ. ამ მოსაზრებას ამყარებს დონეცკელი სეპარატისტების ლიდერის განცხადებაც. ალექსანდრე ზახარჩენკომ აღნიშნა, რომ მისი ძალები დონეცკის ოლქის სამი ქალაქის-სლავიანსკი, კონსტანტინოვკა და კრასნოარმეისკი აღებას აპირებენ. 

დღის ამბები