ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში ადგილობრივებმა წალენჯიხისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ზუგდიდიდან წალენჯიხის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს შემოვლითი გზით გადაადგილება უწევთ. ნაცატუელები სოფლის გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ უკვე წლებია, მათი მოთხოვნა არ სრულდება.
ადგილზე იმყოფებოდა სოფლის რწმუნებული. მისი თქმით, გზის მოსასწორებელო სამიშაოებისთვის ტექნიკა უკვე შემოყვანილია და სამუშაოების დასაწყებად მზად არის. მისივე ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო პროექტიც მზადაა.