08 სექტემბერი 2026,   17:07
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი პროკურატურაში იმყოფებოდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, თბილისის პროკურატურაში, გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი იმყოფებოდა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, უწყებას ჯერ ტოქსიკოლოგიური დასკვნა არ აქვს. როგორც უფლებადამცველი ამბობს, უწყება საქმის გაჭიანურებას ცდილობს.

მისი მტკიცებით, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული სამი ავტომობილის გადაადგილების სრული ვიდოეჩანაწერები პროკურატურისგან ისევ ვერ მიიღო.

"საქმის მასალას ვეცნობით, სამი ჯიპის კადრები ბოლომდე ჯერ არ არია ამოღებული. ლოდინის რეჟიმში ვართ. რაც შეეხება ექსპერტიზის პასუხს, ჯერ არც ამის პასუხია მოსული," - აცხადებს ბაჩალიაშვილების ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. 

დღის ამბები