09 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
ევროპულმა ობსერვატორიამ მედუზას პლანეტარული ნისლის უნიკალური ფოტო გადაიღო

ევროპულმა ობსერვატორიამ, რომელიც ჩილეში ატაკამას უდაბნოში მდებარეობს, მედუზას პლანეტარული ნისლის უნიკალური ფოტო გადაიღო. მასალა იმით გამოირჩევა, რომ დეტალურად ასახავს მის შემადგენლობას.

ასტროლოგების განცხადებით, ფოტოების შესწავლა მეცნიერებს მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემს, თუ რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს კოსმოსში მიმდინარე ცვლილებებმა სხვა პლანეტებზე, მათ შორის, დედამიწაზეც.

მედუზას პლანეტარული ნისლი პირველად 1955 წელს აღმოაჩინეს. ის დედამიწიდან 1500 სინათლის წლითაა დაშორებული და მასშტაბური ზომის გამო, მასზე დაკვირვებების წარმოება საკმაოდ რთულია.

დღის ამბები