06 სექტემბერი 2026,   13:14
ვრცლად
მესტიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია - ნინო ვიბლიანი

მესტიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 5000 ადამიანია გატესტილი, მათ შორის, 1600-ზე მეტ პირს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ჩაკეტილ ზონაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები 2 სექტემბრიდან მოიხსნება.

რუხის კლინიკაში კი ამ დროისთვის ე.წ. ლენჯერის კლასტერის 3 COVID დადსტურებული პაციენტი მკურნალობს. სულ საავადმყოფოდან სვანეთის წყაროს 10 გამოჯანმთელებული პაციენტი გაწერეს.

დღის ამბები