19 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
ფოთში მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლის მძღოლი ბანერს შეეჯახა და ხიდიდან გადავარდა

ფოთში, მალთაყვის ხიდთან მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლის მძღოლი ბანერს შეეჯახა და ხიდიდან გადავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

"112-ის ბრიგადის მიერ, საგზაო შემთხვევიდან შემოყვანილ იქნა 36 წლის მამაკაცი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აღენიშნებოდა პოლიტრავმები. გადაყვანილია მართვითი სუნთქვის აპარატზე, აღენიშნება კომა. მიმდინარეობს რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე და არასტაბილურია. გამოძახებულია რეფერალური სამსახური,"- განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

დღის ამბები