14 სექტემბერი 2026,   20:26
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერებმა ბათუმში "ოცნების ქალაქის" მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერეს

"ქართული ოცნების" ლიდერებმა ბათუმში, ე.წ. "ოცნების ქალაქის" მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერეს.

მიმდინარე სამუშაოების შესახებ მათ ინფორმაცია სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. ამ ეტაპზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მშენებლობა დადგენილ ვადებში შესრულდება.

პროექტით გათვალისწინებულია სამი 12 სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 38.7 მილიონი ლარია. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა.
პროცესში ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები - Unicef-ი და წითელი ჯვარი.

"580 ოჯახი უნდა შესახლდეს. იქნება პარკინგი, ენერგო-ეფექტური დათბუნება კედლებზე. დღეის მონაცემებით, მუშაობს 200-მდე ადამიანი. სარემონტო სამუშაოებზე რომ გადავალთ, ალბათ, 400-500 ადამიანი იქნება დასაქმებული. მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივები არიან,"- განაცხადა კომპანია "დაგის" დამფუძნებელმა გოგი გულორდავამ.

დღის ამბები