06 მაისი 2024,   11:31
ვრცლად
აშშ და ევროკავშირი მოუწოდებენ ბელარუსს, მოსახლების დაშინება შეწყვიტოს

აშშ და ევროკავშირი ბელარუსს მოსახლეობის დაშინებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და ევროკავშირის მისიების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გამოაქვეყნა.

განცხადების ხელმომწერი ქვეყნები გმობენ არაპროპორციული ძალის გამოყენებას და მოუწოდებენ ბელარუსის ხელისუფლებას, უარი თქვას ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების მუქარაზე.

აქციების მეოცე დღეს ბელარუსში ქალების მარში გაიმართა, მინსკის მოედანზე შეკრებილმა საზოგადოებამ ლუკაშენკოს რეჟიმს კვლავ გადადგომისკენ მოუწოდეს.

"ჩვენ აქედან წასვლას არ ვაპირებთ, არაფრის გვეშინია, უკვე დიდიხანია, ხელისუფლების შიში დავძლიეთ, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მამაკაცებს, რომლებიც ყოველდღიურად აპროტესტებენ ლუკაშენკოს არაკანონიერ რეჟიმს," - განაცხადა ქალების მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღის ამბები