19 მაისი 2024,   12:26
ვრცლად
თბილისში დღეს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები იმოძრავებს - ტრანსპორტს მგზავრები სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ გადაჰყავს

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავზე გადიან - ტრადიციის მიხედვით, მათ მიაქვთ პასკა და წითელი კვერცხები, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სპეციალურად აღდგომის დღეებისთვის ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი გამოიყო. მგზავრები სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ გადაჰყავთ.

კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების - "მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, "ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

დღის ამბები