19 მაისი 2024,   12:24
ვრცლად
მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. წირვას თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ის შეკრებილებს გიორგობას მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების, 6 მაისი კი წმინდა გიორგის აღსრულების დღეა.

დღის ამბები