უკრაინაში უწყვეტი საბრძოლო მოქმედებებია. რუსმა სამხედროებმა იერიში სუმის ოლქზე მიიტანეს, დაიბომბა კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
ოლქის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაიბომბა ხარკოვის 15 დასახლება. იერიშების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს დნეპროპეტროვსკის ოლქს, არიან დაშავებულები.