19 მაისი 2024,   10:13
ვრცლად
"მომავალ წელს უკრაინა წინ წაიწევს იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელიც რუსებმა წაართვეს" - ჯეიკ სალივანი 

თეთრ სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლას, რაც 2025 წელს იქნება შესაძლებელი.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული ახალი დახმარებით, უკრაინა შეძლებს თავდაცვის შენარჩუნებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას 2024 წლის განმავლობაში.

მომავალ წელს, ომის შესაძლო სცენარზე საუბრისას კი, სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინა "წინ წაიწევს იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელიც რუსებმა წაართვეს".

დღის ამბები