06 მაისი 2024,   04:38
ვრცლად
ევროპაში ინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება, რასაც სპეციალისტები შვებულების პერიოდს უკავშირებენ

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა. პანდემიას 847 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, სადაც ვირუსი ექვს მილიონზე მეტ ადამინს დაუდგინეს. მეორეზეა ბრაზილია 3,8 მილიონი შემთხვევით და მესამე ადგილზე - ინდოეთი 3,5 მილიონი ინფიცირებულით.

ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება დასავლეთ ევროპაში, რასაც სპეციალისტები შვებულებების პერიოდს უკავშირებენ. ამის გამო, ქვეყნების ნაწილი იძულებულია, გაამკაცროს შეზღუდვები. გერმანიაში აკრძალულია ისეთი მასობრივი ღონისძიებების გამართვა, სადაც ინფიცირებულთა კონტაქტების გამოვლენა რთულია. უნგრეთში კი პირველი სექტემბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაიკეტება. ეს შეზღუდვა თვის ბოლომდე გაგრძელდება.

დღის ამბები