19 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი ნინო ლომჯარიას ხვდებიან

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი ნინო ლომჯარიას ხვდებიან. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ომბუდსმენის საქმეში არსებულ დეტალებსა და საკუთარ პრეტენზიებს აცნობენ.

ძალაშია ოჯახის მოთხოვნა, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.

"გამოძიებას არცერთ კითხვაზე არ აქვს პასუხი. ექსპერტიზის დასკვნები თვის ბოლოს იქნებაო, დღეს უკვე 1 სექტემბერია და ისევ არაფერი ვიცით. საერთოდ, რა ქვეყანაში და რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ?!"-ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით კი, სატელიტური ანძებიდან სურათები უნდა დადონ, იდგა თუ არა ავტომობილი 18 რიცხვიდან 22-მდე.

"სატელიტური ანძებიდან სურათები უნდა დადონ იმაზე, იდგა თუ არა ავტომობილი 18 რიცხვიდან 22-მდე. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ არ იდგა. არ არის საჭირო ამ მწყემსების მომრავლება იმ თვალსაზრისით, რომ ეცადონ ადასტურონ რომ საძოვარზე ნახირი არ გაჰყავთ, ეს აბსურდია.

24 საათიან რეჟიმში გამომძიებლების მოჩვენებით რეჟიმში ყოფნა - ეს კაბალური მდგომარეობაა. არ არის საჭირო, დანარჩენი გადაწყვეტილება, რეკომენდაციის თვალსაზრისით, უკვე სახალხო დამცველმა უნდა მიიღოს," - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

სახალხო დამცველი პროცესში ერთვება, მასალების მიწოდების შესახებ მზაობა პროკურატურამ უკვე გამოთქვა.

დღის ამბები