19 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ომბუდსმენი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს შეისწავლის

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანასა და მის საბურავებზე არც ხელოვნური ზემოქმედების, არც მექანიკური დაზიანების კვალი არ აღმოჩნდა. უწყების ცნობითვე, ავტომობილი GPS ან სხვა მსგავსი მოწყობილობით აღჭურვილი არ იყო.

პარალელურად, ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველი საქმის შესწავლას იწყებს.

გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების მსვლელობას არ ენდობა. მათი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ის არის, რომ მათი შეფასებით, გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზეა კონცენტრირებული და მკვლელობის ვერსიას ყურადღება არ ეთმობა.

დღის ამბები