ავსტრიის "შტურმისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოთარ კიტეიშვილი და მისი თანაგუნდელი ფილიპ ჰუსპეკი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობენ, რადგან მათმა ტესტებმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.
ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის მატჩებისთვის გამოიძახა, თუმცა შემდეგ მისი სხვა ფეხბურთელით ჩანაცვლება მოუწია.