"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
გიგი უგულავას თქმით, ადგილობრივებს მრავალი პრობლემა აწუხებთ, მათ შორის უმნიშვნელოვანესია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
მისი თქმით, ადამიანები სამუშაოდ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე მიდიოდნენ, თუმცა, მთავრობა მათ ამის საშუალებას აღარ აძლევს.
გიგი უგულავამ ყურადღება გაამახვილა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ აგროპროდუქტზე. მისი თქმით, თხილი არის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი რეგიონისათვის, ხოლო მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივებს, რათა მათი პროდუქტი გახდეს კონკურენტული მსოფლიო ბაზარზე
"ძაან დიდი პოტენციალია აქ, სამეგრელოში. ისევე, როგორც მთლიანად დასავლეთ საქართველოში და მეტი ყურადღების და ხელშეწყობის პირობებში, მეტი თავისუფალი ბაზრის ხელშეკრულების პირობებში შევძლებთ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ საქმეში. რაც მთავარია, ნახოს შემოსავალი,"-განაცხადა გიგი უგულავამ.