ფოთის საზღვაო ნავსადგურში თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც ამერიკის თურქეთისა და საქართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ერთ-ერთ მონაწილე კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა. დღეს ტესტირება ჩაუტარდა შეხვედრაში მონაწილე ნავსადგურის 2 თანამშრომელს და მათ დაავადება არ აღმოაჩნდათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ზინაიდა გაგუას თქმით, ორივე პირი თვითიზოლაციაში რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორ წარმომადგენელს ტესტირება ჩაუტარდა და მათ covid-19 არ დაუდასტურდათ. ეს წუთია მივიღეთ პასუხი. ისინი პრაქტიკულად არიან ჯანმრთელები, მაგრამ თვითიზოლაციაში დარჩებიან. ორივე მათგანს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება თვითიზოლაციის ვადის დამთავრებამდე 24 საათით ადრე,"- განაცხადა ზინაიდა გაგუამ.