19 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის კიდევ 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ ტესტირება 227 ადამიანს ჩაუტარდა. ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 36 COVID ინფიცირებულს მკურნალობენ, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ათი ადამიანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის სულ 426 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 153, 4 კი გარდაიცვალა.

დღის ამბები