ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საეჭვო 47 პაციენტი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი ერთს დაუდასტურდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი შუა ხნის მამაკაცია, ის ტრაილერის მძღოლია და მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 11 პაციენტი მკურნალობს.