10 სექტემბერი 2026,   08:25
ვრცლად
ოზურგეთში სოფელ ნაღობილევის მოსახლეობა სასმელი წყლის მოთხოვნით აქციას მართავს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევის მოსახლეობა, ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივებმა სასმელი წყლის მოთხოვნით ცენტრალური გზა გადაკეტეს.

ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და პირობის შესრულებას მოითხოვენ. სოფელში ეს

აქციის მონაწილეთა თქმით, წყლის პრობლემა უკვე 20 წელია რაც მოუგვარებელია და ადგილობრივები სასმელ წყალს 2 კილომეტრის მანძილიდან ხელით ეზიდებიან.

ადგილობრივების თქმით, თუ ხელისუფლება პრობლემას არ მოაგვარებს, აქციებს პერმანენტული სახე მიეცემა და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალი შეუძლოდ გახდა.

დღის ამბები