07 სექტემბერი 2026,   18:20
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმის ცრუ მოწმისთვის, ვერონიკა არონიასთვის პროკურატურა საპატიმრო გირაოს შეფარდებას 5000 ლარის ოდენობით მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმის ცრუ მოწმისთვის, ვერონიკა არონიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობას მოითხოვს, ადვოკატები 19 წლის გოგონას გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. უფლებადამცველის თქმით, არონია ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ დანაშაული შეუგნებლად, გამოუცდელობის გამო, სენსაციური რეპორტაჟის მომზადების მიზნით ჩაიდინა.

"იგი სრულიად აღიარებს ჩადენილ ქმედებას და ინანიებს, მინდა აღვნიშნო საზოგადოებისთვის, რომ ის არის 19 წლის და ნამდვილად არ ჰქონდა გააზრებული სამართლებრივი შედეგები, რაც კი შეიძლებოდა დამდგარიყო,"- აცხადებს ვერონიკა არონიას ადვოკატი ანა ჟღენტი.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ვერონიკა არონიას მიმართ საპატიმრო გირაოს მოითხოვს 5000 ლარის ოდენობით. პროკურორ გიორგი მუჯირის თქმით,  გამოძიება ვარაუდობს რომ ვერონიკა არონიამ დანაშაული ანგარების მოტივის გარეშე ჩაიდინა, რადგან საქართველოში ლიცენზირებული ყველა ბანკიდან არის გამოთხოვილი ინფორმაცია და თანხის ჩარიცხვა არ ფიქსირდება

დღის ამბები