19 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
სოფელ ბანოჯაში უგზოობას აპროტესტებენ - მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა და გზა გადაკეტა

წყალტუბოში, სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა და გზა გადაკეტა. მოსახლეობა უგზოობას აპროტესტებს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

მათი თქმით, წლებია პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, რასაც მცირე ხმაური მოყვა. მოსახლეობის თქმით, თუ ხელისუფლება რეაბილიტაციას დროულად არ დაიწყებს, ცენტრალურ გზასაც გადაკეტავენ.

აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.

დღის ამბები