"პატრიოტთა ალიანსის" მიერ ილორის ტაძრისთვის ნაჩუქარი და შემდეგ უკან მობრუნებული ხატი ამ დრომდე ენგურის ხიდთანაა. ადგილობრივმა აქტივისტებმა ის ტაძრიდან გამოიტანეს და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დადეს.
ილორიდან ხატი საოკუპაციო ხაზამდე გუშინ მიაბრძანეს. საოკუპაციო ხაზიდან მისი გადმოსვენების საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ხატის დასახვედრად საოკუპაციო ზოლთან ამ დრომდე არ ჩასულან "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ხატი ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩებოდა.