17 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"ლელოს" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ირაკლი კუპრაძის თქმით, მის მიმართ ლევან მურუსიძემ აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე ეხება 2019 წლის 12 დეკემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს და მათ უვადო დანიშვნას აპროტესტებდნენ. აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის, ირაკლი კუპრაძეც. მისი თქმით, ის ხალხზე მოწოდებების გამო დააკავეს და  ბრალი საზოგადოებრივი წესის დარღვევისთვის წარუდგინეს, რის გამოც 2 500 ლარით დააჯარიმეს.

"ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატი აცხადებს, რომ ამ საქმეზე მოსამართლე მურუსიძე ვერ გამოიტანდა ობიექტურ გადაწყვეტილებას, ვინაიდან, იმ აქციაზე ადამიანები სწორედ მურუსიძის მოსამართლეობას აპროტესტებდა.

დღის ამბები