გურიაში დაბა ლაითურში ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულები 15 წლის მოზარდი და შუა ხნის ქალი არიან. მათ კონტაქტი გუშინ გამოვლენილ 62 წლის ინფიცირებულთან ჰქონდათ.
"დადასტურდა კოვიდინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა. ესენი გახლავთ 15 წლის არასრულწლოვანი, რომელიც არის უკვე დადასტურებული პაციენტის ოჯახის წევრი - შვილიშვილი. ასევე, გახლავთ, ხანში შესული ქალბატონი, რომელიც არის მისი სამეზობლო კონტაქტი. ეს პაციენტები უკვე გადაყვანილი არიან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დღეისთვის მიმდინარეობს უკვე დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტების მოძიება, მათი ტესტირება. ლაბორატორიული კვლევის შედეგები იქნება ცნობილი გვიან ღამით," - განაცხადა ერთ-ერთმა ეპიდემიოლოგმა.