ოკუპირებული აფხაზეთიდან დაბრუნებული ხატი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში დაბრძანდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ირმა ინაშვილმა ენგურის ხიდის მიმდებარედ უთხრა, სადაც დღეს "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ილორის ტაძრისთვის ნაჩუქარი და შემდეგ უკან დაბრუნებული ხატი გადმოაბრძანეს.
ხატს ენგურის ხიდზე ირმა ინაშვილი და სასულიერო პირები დახვდნენ. ირმა ინაშვილმა დღესვე 3 ოქტომბერს აქციაც დააანონსა.
"იმ ხალხმა, რომელიც ხატმებრძოლია, ასეთები თხუთმეტიოდე კაცია აფხაზეთში, იქაური სააკაშვილ-ბოკერიები, აქაც, ჩვენთანაც არიან 21-ე საუკუნის ხატმებრძოლები და წარმოიდგინეთ, თავისივე წმინდანი, აფხაზთა წმინდანი გამოაბრძანეს. აფხაზთა წმინდანი გამოაბრძანეს ღვთისმშობელთან ერთად. ეს ღვთისმშობელი იქნება დევნილთა შემწე,"-აცხადებს ირმა ინაშვილი.