ქუთაისში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა.
კახიძემ საარჩევნო პროგრამაზე და ქუთაისთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.
"ახალი ენერგია ქუთაისისთვის" - ამ დევიზით იბრძოლებს ქუთაისისთვის პერსპექტივის დასაბრუნებლად.
მისი თქმით, პარლამენტის დაბრუნებასთან ერთად მნიშვნელოვანია, აეროპორტის სრულად ამუშავება და სამუშაო ადგილების შექმნა.