19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ეპიდემიოლოგებმა თბილისიდან თელავში ჩასული კოვიდინფიცირებული ექიმის 19 კონტაქტი მოიძიეს

ეპიდემიოლოგებმა თბილისიდან თელავში ჩასული ექიმის 19 კონტაქტი მოიძიეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, 19 კონტაქტის ნიმუში უკვე აღებულია და პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

"რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ყველა მათგანი უკვე იმყოფება თვითიზოლაციაში. ეს არის შემოტანილი ვირუსი და ადგილობრივ შემთხვევად არ განიხილება,"- განაცხადა ხიზანიშვილმა.

თელავში მდებარე "ევექსის" კლინიკას კორონავირუსის სიმპტომებით თბილისში მცხოვრებმა, პროფესიით ანგიოლოგმა მიმართა. ჩატარებული ტესტის მიხედვით მის ორგანიზმში ვირუსის არაებობა დადასტურდა.

დაინფიცირებული ქალი ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა. 

დღის ამბები