თელავში, დაინფიცირებული ქალის კონტაქტების პასუხი, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ამ დროისთვის მოკვლეულია 19 კონტაქტი, ნიმუშები სამედიცინო ცენტრ "ციტოშია" გაგზავნილი. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია.
ქალს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ახმეტის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას გამოუვლინდა. დაინფიცირებული პირი ექიმია და თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს.
ეპიდემიოლგები თელავში, დაინფიცირებული ქალის კონტაქტების იდენტიფიცირებას ისევ აგრძელებენ.