"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან მორიგ ცვლილებებს კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" ფრაგმენტულად და არაეფექტურად მიიჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ წარმოდგენელი ცვლილებები ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.
კონკრეტულად, საქმე ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. კოალიციაში სისტემის რადიკალური რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობენ.
"ჩვენ ვართ კლანური მმართველობის ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მთლიანად დამოკიდებულია ვიწრო ჯგუფზე, რომელიც თავის მხრივ გარიგებაში არის ხელისუფლებასთან. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ისეთი არჩევის სისტემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სადაც ოპოზიციას ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება და მხოლოდ უმრავლესობა ვერ შეძლებს მისთვის სასურველი კანდიდატების უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში გამწესებას," - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.