09 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
ჯოზეფ ბაიდენს შვილი გარდაეცვალა

შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტი სამძიმრის წერილებს იღებს. ჯოზეფ ბაიდენს გამთენიისას შვილი გარდაეცვალა. 46 წლის ბო ბაიდენი თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნისგან საავადმყოფოში დაიღუპა.

ერაყის ომის ვეტერანი, ბო ბაიდენი დელავერის შტატში დაიბადა და წლების განმავლობაში ამ შტატის გენერალური პროკურორი იყო, 2016 წელს კი ამ შტატის გუბერნატორის პოსტზე აპირებდა კენჭისყრას. სამძიმარი ჯო ბაიდენს უკვე გამოუცხადა ბარაკ ობამამ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით ბო ბაიდენის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის.

დღის ამბები